გვარის ისტორია - კარტოზია

03/05/2017
Radio Atinati-ის მიერ

გვარსახელი კარტოზია პროფონიმ კალატოზი - ს მეგრულ გამოთქმას - კარტოზ-ს უნდა შეიცავდეს და ამ გვარის დამფუძნებლის მოსაქმეობაზე უნდა მიგვითითებდეს.

საისტორიო გადმოცემას თუ დავუჯერებთ, ერთი კარტოზია, რომელსაც ბატონი მოუკლავს, იმერეთში გადახვეწილა და ჯრუჭის მონასტერს შეხიზვნია. ამ კარტოზიას შთამომავალი ერთი ოჯახი დღესაც ცხოვრობს სოფელ ქორეთში.

სწორედ ამ ოჯახში მასწავლებელ მიხეილ გოგატიშვილის მიერ ნაპოვნ წყალობის წიგნში, რომელიც ამ უკანასკნელის სიტყვებით XVIII საუკუნის დამდეგისაა, ნათქვამია: ,,...ესე წყალობის წიგნი დაგიწერე და გიბოძე მე შენმა ბატონმა წერეთელმა მღვდელმან დავით, შენ ჩემს ყმას მეგრელს კარტუზიას (სიც) ივანიკას და გიგილოს. ჩემს სახლში გაიზარდე და დაგაცოლშვილე, დაგასახლე, თურმანიძისეული ალაგი მოგეცი სრულებით, რისაც მქონებელი ყოფილა. ერთად ვეღარ დადექით და გაგყარეთ. შემომეხვეწეთ ბეგარის დადება და წიგნის მოცემას. ვისმინე ვედრება თქვენი და გიბოძეთ წიგნი ესე, ბეგრად დაგადევით ხუთ-ხუთი კოკა ღვინო, თითო კოდი პური და თითო ქათამი წელიწადში”. აქ მოხსენიებული მღვდელი დავით წერეთელი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. ის დოკუმენტებში ჩანს 1766 წლიდან 1796 წლის ჩათვილთ. ამიტომ ამ გამომცემლის მიერ ამ დოკუმენტის, XVIII საუკუნის დამდეგით დათარიღება უმართებულოა. მიუხედავად ამისა ის მაინც უძველესია იმ დოკუმენტებს შორის, რომლებიც კარტოზიებს შეეხებიან.

ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა \"გვარის ისტორია\" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან