ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ბოლნისში შეხვედრა გადამართა

11/02/2016

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ USAID-ის პროექტ ,,ZRDA“-ს წარმომადგენლებთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ გამგებელთან ერთად შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან. პრეზენტაციის სახით სტუმრებმა ადგილობრვებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული ტექნოპარკის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
თუ გაქვთ რაიმე ინოვაციური იდეა და ფიქრობთ რომ თქვენი იდეა აუცილებლოად გახდება მოგების მომტანი, მაშინ ტექნოპარკის სერვისები, რომლებიც უფასოა თქვენთვის არის მისაღები.
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ამოცანაა ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურა ყველა რეგიონში იყოს წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ფილიალის გახსნა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც იგეგმება.
დღევანდელ შეხვედრაზე სააგენტოს თანამშრომლებმა საზოგადოებას აცნობეს მემორანდუმის შესახებ, რომელიც გუშინ ზუგდიდში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის პროექტ ,,ZRDA“-ს შორის გაფორმდა.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რეგიონებში ინოვაციებსა და საერთო სამეწარმეო გარემოს განავითარებს.
შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საინტერესო პრეზენტაციისთვის და ხაზი გაუსვა ტექნოპარკის მნიშვნეობაზე, რომელიც დამწყებ ინოვატორებს წარმატებული ბიზნესის წამოწყებაში უწობს ხელს.

ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/xyGXml
ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/uuhEE1

ვიდეოები „გაზეთი ბოლნისი"-ისგან