გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს
გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ შოლცმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ეკონომიკური ბლოკის გაფართოებისთვის, არამარტო გაწევრიანების კანდიდატები, არამედ თავად ევროკავშირიც უნდა მოემზადოს. ამ თემაზე საუბარს შოლცი 23-24 ივნისს ევროკავშირის დაგეგმილ სამიტზე აპირებს. გერმანიის კანცლერი იმედოვნებს, რომ სამიტი სტიმულს მისცემს იმ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდებიან. მომავალ კვირას ევროკავშირის სამიტზე, 27 ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს განიხილავენ. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას ოფიციალურ კანდიდატ ქვეყნებად გამოცხადებას რეკომენდაცია გაუწია, რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ჩვენს ქვეყანას რიგი რეფორმების გატარება მოუწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„დიდი შვიდეულის“ სამიტის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა გერმანიის ბუნდესტაგს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიის ვიცე-კანცლერი - უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში თ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანგელა მერკელის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიის კანცლერის ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიის კანცლერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster