XII-XIII საუკუნის ქართველი მხედართმთავრები...


Facebook-https://www.facebook.com/SAQARTVELO.E...

მუსიკა ვიდეოში:   • Sukhishvili - არტეფაქტები / ARTIFACTS  

გამარჯობა, წინა ვიდეოში მე ვახსენე ძლიერი და ამავ დროულად სასტიკი ქართველი მეფეები
და მგონი დრო მოვიდა ვისაუბროთ XII-XIII საუკუნის რამოდენიმე ძლიერ მხედართმთავარზე, სარდალზე დღევანდელი ენით გენერალზე.

პირველ რიგში ვახსენებ ზაქარია მხარგძელს, რომელიც მონაწილეობდა ქართველთა თითქმის ყველა ლაშქრობაში XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე: შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში, ანისის, არდებილის, ირანის ლაშქრობებში და სხვა. ის, როგორც სამხრეთ საქართველოს ფეოდალი, სარდლობდა მეწინავე სადროშოს.

მის დროს საქართველოს სამეფომ უდიდესი წარმატებები მოიპოვა მსოფლიო არენაზე, ამაში როგორც მას და ასევე დავით სოსლანსაც ლომის წვლილი მიუძღვის.

დავით სოსლანი მხარძელისგვარად თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში მონაწილეობდა, XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის და ბასიანის ბრძოლაში ). როგორც თანამეფე, სოსლანი სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობდა.

ახლა კი დრო მოვიდა ვისაუბროთ
ორ ძმაზე, რომელიც სამშობლოსათვის დაიღუპნენ.
ალბათ მიხვდებოთ რომ საუბარი მაქვს შალვა და ივანე ახალციხელებზე, რომლებიც ბრძოლაშივე აღიზარდნენ და დაიღუპნენ.

ახალციხელები პირველად სარგის თმოგველთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის ბრძოლებში. ბასიანის ბრძოლაში შალვა და ივანე სარდლობდა მესხთა მეწინავე ლაშქარს. თამარის მეფობის ბოლო წლებში თურქთაგან გაათავისუფლეს კეჩროლი, გარნისის ბრძოლაში კი სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ჯარს.

ამ ბრძლაში ივანე მხარგრძელმა, ძმებს დამხმარე ძალა არ მიაშველა. ახალციხელები მტრის სიჭარბეს არ მოერიდნენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ.

ივანე ახალციხელი ბრძოლაში დაიღუპა, შალვა ტყვედ ჩაიგდეს
მაგრამ ერთი წლის შემდეგ რელიგიის არ შეცვლის გამო სიკვდილით დასაჯა.

ვიდეოები „ფაქტები საქართველოდან"-ისგან