სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში
რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე კმ-დან 500 მეტრის მანძილზე, დროებითი გზა მოეწყო და გზის ჩამოშლილი მონაკვეთი გაიხსნა. მძიმე ტექნიკა აგრძელებს 128-ე და 129-ე კმ-ზე დროებითი გზის მოწყობის და გეოდეზიურ სამუშაოებს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 11 ერთეული ტექნიკაა ჩართული. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა შვიდ სოფელთან. ჯერჯერობით ხუთი სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში უკვე ჩავიდნენ ექიმები, რომლებიც მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ხვალიდან კი ვერტმფრენების საშუალებით მოძრავი სასურსათო მაღაზიები დაიწყებენ გადაადგილებას იმისთვის, რომ ადგილობრივებმა საჭირო პროდუქტები შეიძინონ. ხუთ სოფელს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება. ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ამინდის გაუარესების გამო, გუშინდელი დღიდან ფრენები ონის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში
TV IMEDI
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster