სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში


ონის რაიონის ხუთ სოფელთან კავშირის აღდგენა ვერ ხერხდება - მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ დასახლებებში დილიდან ჰიდროლოგებისა და გეოლოგების ჯგუფიც ჩავიდა. დღეს სურათი შედარებით გაუმჯობესებულია - მდინარე რიონის დონემ იკლო, მინიმუმამდეა დასული მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხეც. იმის გამო, რომ გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფლიდან შემოვლითი გზები ჯერ შვიდთანაა მოწყობილი, დარჩენილ ხუთ დასახლებაში, მათ შორის შოვში, ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია ისევ ვერტმფრენით გრძელდება.

მასშტაბურმა სტიქიამ განსაკუთრებით მძიმე კვალი დატოვა პატარა და დიდ ღებში, საიდანაც რამდენიმე ოჯახის გასახლება შეიძლება გახდეს საჭირო. გეოლოგები უკვე სწავლობენ იმ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც სახიფათო ზონაშია მოქცეული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან