ესპანეთი-საქართველო პირველ არხზე

11.10.2025 01:25

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს და ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ ელჩეში, 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და „პირველი არხი - სპორტი“ შემოგთავაზებთ. უამინდობისა და გადაუღებელი წვიმის გამო ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია მადრიდში გამართა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებს რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი აკლია. ვილი სანიოლმა გუნდის შანსებზე გიორგი მამარდაშვილთან ერთად ისაუბრა. ესპანეთში იმყოფება ქართველი გულშემატივარიც, რომელიც „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო