საქართველო-ესპანეთი პირველ არხზე

15.11.2025 00:43

საქართველოს ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ ესპანეთს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის შეხვედრამდე ჩვენმა გუნდმა მოედანზე ივარჯიშა. ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩში „ჯვაროსნებს“ გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან, დისკვალიფიკაციის გამო კი შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. ნაკრებში ჯერჯერობით დაბრუნებას ვერ ახერხებს გიორგი ჩაკვეტაძეც. მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ბენუა ბასტიენი იქნება. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს აქამდე ცხრაჯერ შეხვდნენ, მათგან ერთი, ამხანაგური მატჩი 2016 წელს საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ევროპის მოქმედ ჩემპიონს ჩვენი გუნდი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე უმასპინძლებს, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო