პრეზიდენტმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა


შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა. მეფე ვახტან გორგასლის მიერ აშენებული ციხის მონახულების მიზანი, მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმაა. ვიზიტორები უკვე პირველი ივლისიდან შეძლებენ უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერებას, რომლის შემადგენლობაშიც უჯარმის ციხის კომპლექსი შედის. უჯარმის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდა. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი მოეწყო ლითონის საფეხურები და ქვის ბილიკები. წელსვე, უჯარმის ციხე-ქალაქის სრული არქიტექტურული გეგმარების გამოსავლენად არქეოლოგიური პროცესი წარიმართება. ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან