გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა
81 წლის ასაკში, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. გოგი ხარაბაძემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი, 1963-1994 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. ამ თეატრის სცენაზე მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი ითამაშა რობერტ სტურუას სპექტაკლებში „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ და სხვა. გოგი ხარაბაძეს განსახიერებული აქვს არაერთი ცნობილი კინოროლი. პირველად იგი ეკრანზე ოთარ იოსელიანის ფილმში, „გიორგობისთვე“ გამოჩნდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მის შემოქმედებაში ტელე-თეატრი იყო. საქართველოს ტელევიზიის ეთერში მან სახარების ტექსტის მიხედვით სატელევიზიო დადგმა შესთავაზა მაყურებელს. მოგვიანებით მან ახალი აღთქმა, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა ტექსტები აუდიო ალბომების სახით გამოსცა. გოგი ხარაბაძე იყო რუსთაველისა და დავით კლდიაშვილის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმის, პრემია „საგურამოს“ მფლობელი. გოგი ხარაბაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ხვალ, 16:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში. მსახიობს კვირას, სიონის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გოგი ხარაბაძე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამშვიდობება გოგი ხარაბაძესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი დაკრძალეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გოგი ხარაბაძე 75 - ოთარ ჭილაძე - ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს
Gogi Kharabadze
გოგი ხარაბაძე 75 - ვაჟა ფშაველა - ნეტავი გამაგებინა
Gogi Kharabadze
გოგი ხარაბაძე 75 - ვაჟა ფშაველა - დამისხი დამალევინე
Gogi Kharabadze
გოგი ხარაბაძე 75 - ვაჟა ფშაველა - იას უთხარით ტურფასა
Gogi Kharabadze