რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი დაკრძალეს

23.05.2021 01:39

74 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი. სამი ათეული წლის განმავლობაში რეჟისორის საქმიანობა დაკავშირებული იყო საქართველოს პირველ არხთან. საქართველოს ტელევიზიაში მან საქმიანობა დაიწყო, როგორც ტელერეჟისორმა. 1975-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიის ტელეთეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სხვადასხვა წლებში ეკავა საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილის, ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გაერთიანება „თეატრონის“ ხელმძღვანელის პოსტი. რეჟისორს 70-80-იან წლებში, სატელევიზიო თეატრში არაერთი დადგმა უკავშირდება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალურ ჩანაწერებს წარმოადგენს, სპექტაკლები: „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „გვადი ბიგვა“, „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „მტრედის მოტანილი ბარათები“ და სხვა, რომელშიც ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობები: ვასო გოძიაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, გოგი ხარაბაძე და სხვები მონაწილეობდნენ. რეჟისორი დღეს სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მახათას მთაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი გარდაიცვალა
00:50

რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი გარდაიცვალა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხიდი, 1 ნაწილი (რეჟ. მ. თუმანიშვილი და გ. კახაბრიშვილი, 1974 წ.)
01:13:57

ხიდი, 1 ნაწილი (რეჟ. მ. თუმანიშვილი და გ. კახაბრიშვილი, 1974...

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი

გვადი ბიგვა, 2 სერია (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1977 წ.)
01:16:27

გვადი ბიგვა, 2 სერია (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1977 წ.)

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი

გვადი ბიგვა, 1 სერია (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1977 წ.)
01:09:26

გვადი ბიგვა, 1 სერია (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1977 წ.)

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი

უჩინმაჩინის ქუდი (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1976 წ.)
01:27:49

უჩინმაჩინის ქუდი (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1976 წ.)

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი

ვაზის ყვავილობა, 1 სერია (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1981 წ.)
01:21:54

ვაზის ყვავილობა, 1 სერია (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1981 წ.)

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი

ვაზის ყვავილობა, 3 სერია (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1981 წ.)
01:08:00

ვაზის ყვავილობა, 3 სერია (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1981 წ.)

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი

გვადი ბიგვა, 3 სერია (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1977 წ.)
47:59

გვადი ბიგვა, 3 სერია (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1977 წ.)

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი

ყველა ვიდეო