სალომე ზურაბიშვილი იმერეთს სტუმრობს


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონს სტუმრობს. ქვეყნის მეთაურმა წყალტუბოში ის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელსაც სამკურნალო ტურიზმის განვითარების რეალური პოტენციალი გააჩნია. ხაზი გაესვა წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მნიშვნელობას სამკურნალო ტურიზმის განვითარებისთვის.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მისი მხარდაჭერით პროცესის გააქტიურების იმედი გამოთქვეს. იმერეთში სტუმრობის მიზანი, რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან