სალომე ზურაბიშვილი იმერეთს სტუმრობს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონს სტუმრობს. ქვეყნის მეთაურმა წყალტუბოში ის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელსაც სამკურნალო ტურიზმის განვითარების რეალური პოტენციალი გააჩნია. ხაზი გაესვა წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მნიშვნელობას სამკურნალო ტურიზმის განვითარებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მისი მხარდაჭერით პროცესის გააქტიურების იმედი გამოთქვეს. იმერეთში სტუმრობის მიზანი, რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა. სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრსაც ეწვია და ბენეფიციარები მოინახულა. დაწესებულება 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ის 7-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ემსახურება. ასევე, პრეზიდენტი ოტია იოსელიანის სახლში მივიდა, სადაც მწერლის შვილიშვილის მიერ წარმოებული ღვინო და ლუდი დააგემოვნა და წარმოების ტექნოლოგიას გაეცნო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სალომე ზურაბიშვილი იმერეთს სტუმრობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილი იმერეთს სტუმრობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის პრეს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილი
Gio Lobja
სალომე ზურაბიშვილი
Livepress. ge
სალომე ზურაბიშვილი
Giorgi Girkelidze
სალომე ზურაბიშვილი-ნიკოლოზ სანებლიძე
Giorgi Popiashvili