მოგზაურობა პიანინოსთან ერთად და აფხაზეთისთვის მიძღვნილი კონცერტი ენგურის ხიდზე (ვიდეო)
სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან ახალგაზრდა პიანისტმა დავით ალადაშვილმა კონცერტი გამართა. მისი თქმით, მან დღეს აფხაზეთისთვის დაუკრა და სჯერა, რომ მომავალში კონცერტს სოხუმში და სამაჩაბლოში ჩაატარებს. „ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პიანინოსთან ერთად ვიმოგზაურეთ. დღევანდელი მოცემულობით რამდენიმე ყალბი საზღვარი გვაქვს... სწორედ ამას ეხმაურება დღევანდელი დღე... ამაღელვებელია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, რომ ენგურის ხიდთან ჩვენ ჩავატარეთ კონცერტი.ზუსტად ვიცი და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ამ საზღვრებს გადავლახავთ და სოხუმსა და სამაჩაბლოში ჩავატარებთ კონცერტს. მჯერა, რომ ძალიან მალე გვექნება ერთიანი ძლიერი საქართველო“, - თქვა ალადაშვილმა. მან რამდენიმე უცხოური კომპოზიცია, მათ შორის, შოპენის პოლონეზი შეასრულა, რომელიც ქართველ გმირებს მიუძღვნა. „ამ ტურნეს ფარგლებში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. კახეთში როდესაც ვმართავდი კონცერტს, ახალგაზრდა ბიჭი ამოვიდა სცენაზე და თავისი ნაწარმოები დაუკრა, რომელიც მან არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ჩემთვის, რომ 19 წლის ქართველს აქვს პატრიოტიზმის გრძნობა და თანაც არის გენიალური მუსიკოსი. ეს უფლებას მაძლევს ვთქვა, რომ საქარველოს აქვს ძალიან დიდი მომავალი, როგორც ქვეყანას ასევე აქ კლასიკურ მუსიკას“, - აღნიშნა კონცერტის დაწყებამდე პიანისტმა. დავით ალადაშვილის და მაგთის მუსიკალური ტურნე „პ ი ა ნ ი ნ ო“ ფარგლებში კონცერტს 15:00 - დადიანების სასახლეშიც გამართავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჯვრის უღელტეხილი 15.06.2017
New Travel
მოგზაურობა
TV Pirveli Sabavshvo
მოგზაურობა
Volvo Trucker
როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა
Anna Patsuria - AnnTV
როგორ ვიმოგზაუროთ inCruises მეშვეობით ძვირადღირებულ კრუიზებზ...
Natia Makhatadze
4 ტბა სადაც შეგიძლიათ სათევზაო ტურიზმი დაგეგმოთ
Wild Nature
ამის ნახვა მხოლოდ იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, დუბაიში და ჩინ...
GeFacts TV
მოგზაურობა კრიშტიანუ რონალდუს სამშობლოში
Soso Around The World