გურიის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დაინიშნა

28.06.2021 00:28

გურიის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დაინიშნა. მთავრობის მეთაურმა მასთან რეგიონში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები განიხილა. ისაუბრეს პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის - „განახლებული რეგიონების“ გეგმებზე. გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე იგი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე, სხვადასხვა თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. გიორგი ურუშაძემ თანამდებობაზე გიორგი სახოკია შეცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: