ნათია თურნავა სოფელ შრომის მცხოვრებლებს შეხვდა

10.07.2019 01:33

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019 – 21 წლებში გაზიფიცირება მოხდება, შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ შრომაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. შრომის თემში ექვსი სოფელი შედის. გაზიფიცირების სამწლიანი სამთავრობო გეგმის თანახმად, 2019 – 2021 წლებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი. მინისტრთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო