ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი


საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ პირველად, გამოჯანმრთელებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღეს კლინიკები 29 ადამიანმა დატოვა. მკვეთრად დაბალია ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 ექვს მოქალაქეს დაუდასტურდა. ორი მათგანი საკარანტინო სივრცედანაა, დანარჩენი ოთხი ფაქტი კი, ისევ ბოლნისისა და თეთრიწყაროს უკავშირდება, რომლებიც ქვეყანაში ახლა ყველაზე მაღალი რისკის ზონებია. ჩაკეტილ ბოლნისში ჯამში უკვე 120, თეთრიწყაროში კი 47 შემთხვევაა გამოვლენილი.

ახალ ფაქტებს შორის კლასტერები დადგენილია, თუმცა მზარდი რისკებიდან გამომდინარე, ქვემო ქართლის სამ რაიონში - ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში ტესტირება კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. რაც შეეხება ზოგად ეპიდემიოლოგიურ სურათს: ბოლო რამდენიმე დღეა ზოგიერთ კლინიკას ახალი პაციენტები აღარ მიუღია. თუ ბოლო ერთი კვირის სტატისტიკას გადავხედავთ, დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობის კლების ტენდენცია იკვეთება.

თუმცა ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ჯერ მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან