ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში


ბრიტანული და ინდური შტამების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული სახეობაც გამოვლინდა.

ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს. გადადების მაღალი ხარისხით და შედარებით მწვავე მიმდინარეობით ცნობილი შტამის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე არ არის, რადგან დაავადებულის ყველა კონტაქტის „პისიარ“-კვლევის პასუხი უარყოფითია.

წინა დღეებთან შედარებით, ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი ისევ მაღალია და 1 200-ს აჭარბებს. მათ შორისაა ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო კიდევ ერთმა ჩინურმა ვაქცინამ - „სინოვაკმა“, რომლის გამოყენება საქართველომ 24 მაისიდან დაიწყო. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან