გენერალური პროკურატურის განცხადება

09.08.2019 09:45

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა.  

გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც ტელეკომპანიას დიდი ზიანი მიადგა.  

ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, დღეს 7 საათზე, ნიკა გვარამია დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ბრალის წარდგენის შემდეგ კი, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

რას აცხადებენ პროკურატურაში და როგორია თავად „რუსთავი 2“-ის ყოფილი და ახლანდელი გენ-დირექტორების პოზიცია, - ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub