დევნილთა სამინისტრომ ბინების შესასყიდად კონკურსი დაიწყო


დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მენაშენეებისგან 400 ბინის შესყიდვა მოხდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბინების შესასყიდად კონკურსი დღეს დაიწყო და 16 ნოემბერს დასრულდება.

შესყიდული ბინების ჩაბარების მაქსიმალურ ვადად 2019 წლის პირველი დეკემბერია განსაზღვრული. ამ ეტაპზე სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის.

პრიორიტეტი თბილისს მიენიჭება.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესს სპეციალური კომისია განსაზღვრავს, რომელიც დავით სერგეენკოს ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან