პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

19.09.2023

სიღარიბის დაძლევა, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარება - ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გაერო-ში მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოთა ლიდერებს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შტატებში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ანტონიო გუტიერეშსაც შეხვდა. გერმანიის კანცლერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული აუდიენციის მთავარი თემა კი ევრო-ინტეგრაცია და რეკომენდაციების შესრულების პროცესი იყო. პრემიერმა პარტნიორებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტისადმი ქვეყნის ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog