პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

15.06.2019 02:03

შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული დეკლარაცია ორივე ერისთვის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დალასის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა. მამუკა ბახტაძე პარტნიორებს შორის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით არსებულ მიღწევებზე საუბრობს და იქვე ამბობს, რომ ახლა თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით უნდა გაღრმავდეს.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა. ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზეა. გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. გამოსვლის დასასრულს კი მამუკა ბახტაძეს, დალასის მერის სახელით, დალასის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani