შსს-ს ახალი სამაშველო ვერტმფრენი გადმოეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადმოეცა. თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რომლის შემდგომაც, ქართული ეკიპაჟის მიერ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდება. 2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
🚁 შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენს სამაშვ...
რადიო თავისუფლება
აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა შსს-ს მაღალი გამავლობ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს ახალი პროექტი ჭკვიანი კამერები / Smart cameras In Geor...
Mixtur
შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებს სასწავლ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს ახალი რეგულაციები კორონავირუსღან დაკავშირებით
misha robaqidze
შსს-ს ახალი პროექტი - წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ე.წ ჭკ...
PalitraNews
შსს-ს ახალი დეპარტამენტის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს ახალი კლიპი
David Zhvania