უკანონო მოქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან


საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია - საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. საზღვრის გავლება დღეს სოფელ ხურვალეთთან დაიწყეს. ოფიციალური თბილისი აღნიშნულ ქმედებებს გმობს და ყველა ბერკეტს იყენებს. გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით, ქართული მხარე დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის, რომელებიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით მომდევნო კვირაში ეწვევიან.

ლიკა ალელიშვილის სიუჟეტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან