უკანონო მოქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან
სახელმწიფო მინისტრის აპარატი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირებულ უკანონო ქმედებებს გმობს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აპარატი განაგრძობს ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მუშაობას და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რომ ქმედითი ზომები იყოს მიღებული საქართველოს წინააღმდეგ უკანონო ქმედებების შესაჩერებლად. უკანონო ე.წ. საზღვრის გავლება საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთთან დილიდან დაიწყეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაინახა, როგორ ამონტაჟებდნენ ოკუპანტები ბოძებს. ამ დროისთვის დაახლოებით ოცამდე ბოძია დამონტაჟებული. საქართველოს უსაფრთხების სამსახურის განცხადებით, უწყების მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომდევნო კვირაში თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვლენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, რომლებიც მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკანონო მოქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთჯერადად გახსნილი ე.წ. გამშვები პუნქტი კვლავ ჩაკეტილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ერგნეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster