იძულებითი გამოსახლების ფაქტი


გორში, ბაგრატიონის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მიერ დარბაიძეების ოჯახის იძულებით გამოსახლებას ხმაური მოჰყვა. გამოსახლების პროცესი სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილებით დაიწყო. მხარეები მეზობლები არიან და მათ შორის დავა ბინაზე წლებია გრძელდება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, საქმე სამი წელია მიმდინარეობს, თუმცა, მხარეებს შორის მორიგება ვერ მოხდა. ოჯახის მხარდასაჭერად პარტია „თავისუფალი საქართველოს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო სამართლის“ წევრები მივიდნენ. გამოსახლების შემდეგ, ოჯახის ახლობლებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩაც გადაკეტეს. დარბაიძეები აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესი არაკანონიერად მიმდინარეობდა. თავად ბინის მეპატრონეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან