დოკუმენტი „სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერა“

09.06.2021 06:52

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. ორგანიზაციის სახელით მომზადებულ დოკუმენტში კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციებია გაწერილი. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოსამართლეების შერჩევის არსებულ წესზე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების მესამე პუნქტშიცაა ჩაწერილი. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სასამართლო რეფორმების მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაციას ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მთავარ პრობლემად ქართულ სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას ასახელებენ. მართლმსაჯულებაში რეფორმების გატარებას, მოსამართლეების არჩევის წესის გადახედვას და იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებას ხელისუფლებას 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შეთანხმებული დოკუმენტიც ავალდებულებს. რეფორმის მომზადებამდე მართლმსაჯულების საკითხი პოლიტიკური უთანხმოების და მესამე სექტორის კრიტიკის მთავარ თემად რჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერა მზარდია
02:01

ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერა მზარდია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამერიკელი სენატორების პრესკონფერენცია
07:44

ამერიკელი სენატორების პრესკონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია სენატში
05:42

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია სენატში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის განცხადება
04:34

აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა
03:19

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება - შეფასებები თბილისში
02:48

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება - შეფასებები თბ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი
01:09

სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო რეფორმა - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის არგუმენტები
05:46

საარჩევნო რეფორმა - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის არგუმენტე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო