ტრანსნაციონალური დანაშაული


ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში.

უწყებაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების საქმეზე ილაპარაკეს. პროკურორის ინფორმაციით, ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, ისრაელში დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი. საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის „ევროჯასტს“, გერმანიის და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურებს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

შეგახსენებთ, ჯგუფის წევრები საქართველოში ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ე.წ. ქოლცენტრებით უკავშირდებოდნენ და მათ დანაზოგის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტირებას სთავაზობდნენ, შემდეგ კი მიღებულ თანხას უკანონოდ ეუფლებოდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან