ტრანსნაციონალური დანაშაული
საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. საქმე ეხება ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებს. გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტრანსნაციონალური დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრანსნაციონალური დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრანსნაციონალური დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრანსნაციონალური დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრანსნაციონალური დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრანსნაციონალური დანაშაული
TV IMEDI
ტრანსნაციონალური დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრანსნაციონალური დანაშაული დაკავებულია 7 ადამიანი
TV IMEDI