ახალ წელს ყველა ბედნიერი უნდა იყოს!

01/06/2021
GRUNI-ის მიერ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და წამოიწყო საქველმოქმედო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, კოვიდპანდემიისგან შექმნილ ამ რთულ პერიოდში, უნივერსიტეტი დაეხმარება იმ ოჯახებს, რომლებისთვისაც ახალი წელი, უსახსრობის გამო, ერთი ჩვეულებრივი დღეა.
ამ ეტაპზე რამდენიმე ოჯახს უკვე დავეხმარეთ, თუმცა წინ კიდევ ბევრი რამ გველოდება.
გვჯერა რომ სიკეთე გადამდებია. დავეხმაროთ ერთმანეთს.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელით გილოცავთ ახალ 2021 წელს. #გრუნისიკეთისთვის