კონფერენცია თბილისში


19 თვის განმავლობაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ნორმატიული ბაზის დახვეწისა და ინსტიტუციონალური გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს თბილისში გამართულ კონფერენციაზე.

მხარეებმა დაძმობილების პროექტი შეაჯამეს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით 2017 წლის 12 დეკემბრიდან ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში მომზადდა  დოკუმენტები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან და რეგულაციებთან დაახლოებას ითვალისწინებს.

შემუშავდა სახელმძღვანელო რეკომენდაციები, ასევე, მომზადდა ცვლილებების პროექტი საერთაშორისო როუმინგის თაობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში.

შეხვედრას პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლები, ლიეტუვის და პოლონეთის ელჩები დაესწრნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან