ელისო ბოლქვაძის კონცერტი

06.12.2019 01:54

პარიზში მარსელ დასოს სასახლეში, შანზელიზეზე საერთაშორისო ფონდ „სოს თალენთსის“  საშობაო გალაკონცერტი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ფონდის რვა სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა. გალაკონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, ოთხი ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მონაწილეობდა: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და ათი წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდა ტალანტია. საღამო ტრადიციულად მარსელ დასოს ოჯახისა და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა. წელს კი კონცერტი მიეძღვნა ქალბატონი ნიკოლ დასოს ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარდგნენ სხვადასხვა ეროვნების ნორჩი და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანისტები, რომლებიც ფონდ „სოს თალენთსის“ ლაურეატები არიან. საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტისა და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის - ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ელისო ბოლქვაძის კონცერტი სახვითი ხელოვნების მუზეუმში
02:38

ელისო ბოლქვაძის კონცერტი სახვითი ხელოვნების მუზეუმში

TV IMEDI

ზუგდიდში პიანისტ ელისო ბოლქვაძის კონცერტი ჩატარდა
04:08

ზუგდიდში პიანისტ ელისო ბოლქვაძის კონცერტი ჩატარდა

Radio Atinati

დადიანების სასახლის ეზოში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა
01:06

დადიანების სასახლის ეზოში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

#ახალიდღე მუსიკა მუზეუმში - საკონცერტო სერია ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა
04:37

#ახალიდღე მუსიკა მუზეუმში - საკონცერტო სერია ელისო ბოლქვაძის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა
01:21

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ელისო ბოლქვაძის კონც...

TV IMEDI

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი
04:26

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი

შუადღე GDS / shuadge GDS

ქუთაისში პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა /MTAVARI/
01:21

ქუთაისში პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმ...

Mega TV - ტელეკომპანია მეგა

ბათუმის ბულვარში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
00:54

ბათუმის ბულვარში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმ...

TV IMEDI

ყველა ვიდეო