მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში, ქუქითის გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. ხუნწში არსებულ ნაციხარზე, 2015 წლიდან არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნაპოვნია გალავნის ფრაგმენტი და ტაძრის ნაშთები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძარის იატაკქვეშ გამოვლენილი კრიპტა. არქეოლოგიური გათხრების მიზანი, ბიზანტიელი ისტორიკოსის მიერ, ბიზანტიელებსა და სასანურ ირანს შორის გაჩაღებული „ოცწლიანი ომის“ აღწერისას ნახსენები ონოგურისის ციხის იდენტობის დადგენაა. სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.