ჯერ სტიქია, მერე ჰესები - რეპორტაჟი დაზარალებული წაბლანიდან
04/24/2021
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
© https://mtisambebi.ge/ - წაბლანა, ხულოს რაიონი, 658 ამომრჩევლით - ერთადერთი სოფელი საქართველოში, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობა არცერთ ამომრჩეველს არ მიუღია. აქ მცხოვრებ 220-ვე ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსი აქვს. 32 წლის წინ, სოფლის ერთ-ერთი ხეობა მეწყერმა მთლიანად დამარხა და 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2013 წლიდან, მეწყრულ, გეოლოგიურად საშიშ ზონაში, მთავრობის ნებართვით ჰესების მშენებლობა დაიწყო, 37 კილომეტრის სიგრძეზე გაითხარა გვირაბები. წაბლანა და მთიანი აჭარის კიდევ რამდენიმე სოფელი უწყლოდ დარჩა.