"რაში მჭირდება საქართველოს ისტორია?" (რეაქცია)

02/10/2024
მძიმე კაცი-ის მიერ

Instagram:   / strugler_73  
ვფიქრობ, არავინ არ დააკვირდა იმ ფაქტს, რომ გადაცემაში მიწვეულია და ჰუდს არ იხდის და ელემენტარული არც ყურსასმენებს დებს მაგიდაზე, ასევე, არ არის ჩაცმული შესაფერისად გადაცემისთვის და ისეა, როგორც იქნებოდი თანატოლებთა. ვიცი, იტყვით \"ეგ მისი სტილია და შენ ვინ გკითხავს?\" ზაფხულში, სახლში როცა ვარ, მომწონს მაიკის გარეშე სიარული და სევე შორტების ჩაცმა, მაგრამ იმიტომრომ ჩემი სტილია გადაცემაში მაიკაგახდილი და შორტებით მივიდე? ვამყოფებ თავს ცოტა არაკომფორტულად და გადაცემის შესაბამისად ჩავიცვამ ან ისე როგორც ისინი მეტყვიან. ეს ფაქტორებიც თამაშობს ხალხის აგრესიაში ამ ბავშვის მიმართა, მაგრამ იმდენად მიზერულია რომ ბევრმა ყურადღება მაინც დაუთმო \"ისტორიის არცოდნას.\" სანამ ვინმეს ისტორიის სწავლებაზე გაესაუბრები, მგონი უმჯობესია რომ ჯერ ელემენტარული ქუდის მოხსნა ან ყურსასმენების გადადება იცოდეს გადაცემაში. თუმცა მაინც ნუ შეურაწყოფთ, ეს მისი ბრალი არ არის, ეს არის საზოგადოების დანაშაული ზოგადად.

სრული ვიდეო იქნება Youtube_ზე: მძიმე კაცი. რაც შეეხება საკითხს, მესმის არგუმენტი, რომ სხვამ არ უნდა გაიმეოროს და ეგაა მიზეზი რატომაც ხალხი ადუეტებს ვიდეოს. კარგი მიზეზია. ასევე არის არგუმენტი, ისორია თუ არ იცის ადამიანმა შესაბამისად მტერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და მარტივად დაგვიპყრობენ, რაც სრული სისულელეა. ადამიანს არ სჭირდება იცოდეს საქართველოს მთლიანი ისტორია უკლებლივ იმისათვის, რომ შეძლოს ადგომა და თუნდაც ჯარში წასვლა. ადამიანს არ სჭირდება იცოდეს ისტორია, იმისათვის რომ გაიაზროს \"მტერი გვიტებს, კარგი იქნება თუ დავიცავ ჩემს ქვეყანას\" მართალია, ისტორი იქნება მოტივატორი, მაგრამ მისი დეტალურად არ ცოდნა არ ნიშნავს ბრძოლის დაწყებამდე დამარცხებას. იგივე ლოგიკით, მე არ მჭირდება მთელი საქართველოს ისტორიის ცოდნა, იმისათვის რომ შემეძლოს ქართულად საუბარი, არ მჭირდება ვიცოდე თუნდაც ვედხისტყაოსანი, რათა შევძლო ქართულად საუბარი (ვიცი, ნასწავლი მაქვს. ამას ორუჯრედიანებისთვის ვამბობ, ვინც მაგალითს ვერ იაზრებს).

საქმე ისაა, რომ დაძალებული ნასწავლი მაინც არაფერი ვარგა. ვიღაცა რომ შემხვდეს ქუჩაში და მკითხოს რაიმე ელემენტარული ისტორიული კითხვე ან თუნდაც მათემატიკური, შეიძლება მომენტში ვერც ვუპასუხი ან უბრალოდ არ მახსოვდეს, რადგან არ მაქვს გარემო, სადაც განვიხილავ ისტორიულ ფაქტორებს. სკოლის პერიოდში საკმაოდ კარგად ვიცოდი ისტორია, მაგრამ იმისგამო რომ მის მერე არასდროს, არასდოდეს, არ გამომიყენებია ის დიალოგში ცოდნაც გაქრა.

ჩემი არგუმენტი ისაა, რომ წარმოიდგინე დღეიდან ადგა ეგ ბავშვი და იმის ნაცვლად რომ ისწავლოს პროგრამისტობა 100% ით, გადაწყვეტს 50% დაუთმოს პროგრამისტობას 50% ისტორიის სწავლას. დაახლოებით 2 წელი სწავლობს ისტორიას, სახლში ყოველთვის თავს აკლავს მას, მაგრამ გარშემო არავინ ყავს ვინც ესაუბრება ისტორიაზე ან ვისთანაც გამოიყენებს ისტორიას, რაც შესაბამისად გამოიწვევს მისი ცოდნის დავიწყებას ხოლო ის 50% და 2 წელი, რაც შეეძლო მოხმარებოდა პროგრამისტობას, მისი მომავლის განვითარებას, ელემენტარული თანხის შოვნას, რათა გარეთ არ მოკვდეს, დაახარჯა იმის სწავლას, რაც არც არასდროს დაჭირდებოდა ან გამოადგებოდა. ვიცი რომ ელემენტარული ყველამ უნდა იცოდეს და დარწმუნებული ვარ რომ ელემენტარული იცის. ვინმემ ისე არ მიიღოს თითოქ ვიცავ ან ვამართლებ. ლოგიკური თვალსაზრისით სწორი საქციელია, ემოციურად არა.