შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ბ.ჭ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „რიკო კრედიტის“ შენობაში, დღეს, გამთენიისას შეიჭრა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-მ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია
TV IMEDI
შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო