შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობა გახსნა

07.03.2018 01:48

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვარს ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ნ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ნაცნობს - 1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს - 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე და 236-ე მუხლით. საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა გამოვლენილ დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. უწყებამ ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, მათ შორისაა 2017 წლის 5 აგვისტოს ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და თბილისში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში „გალფის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში „გალფის“ დაყაჩაღების ბრ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვახტანგ გომელაურმა თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი გახსნა
02:28

ვახტანგ გომელაურმა თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავება 5 ივლისს ჩადენილი ძალადობის ფაქტზე

დაკავება 5 ივლისს ჩადენილი ძალადობის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახევრამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახევრამდე სხვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ორი პირი და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი მძიმე დანაშაულები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი მძიმე დან...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო