ვახტანგ გომელაურმა თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. ავჭალაში მდებარე ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პირობები, დაცულია საცხოვრებელი სივრცის მინიმალური სტანდარტი, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, შენობების ინფრასტრუქტურა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში მოქმედებს დროებითი მოთავსების იზოლატორისგან განსხვავებული რეჟიმი და დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაკავდნენ დამატებითი აქტივობებით. აღნიშნული შენობის გარეთ მოეწყო სასეირნო და სავარჯიშო სივრცე. ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ასევე საერთო დარბაზი სატელევიზიო გადაცემების საყურებლად და სამაგიდო თამაშებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრმა ცენტრალური მართვის ოთახი დაათვალიერა, საიდანაც ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორის ვიდეო-მეთვალყურეობა ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკით და სისტემებით. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების ახალი ინსტრუქცია დამტკიცდა. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, დოკუმენტი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ევროპის საბჭოსთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდა. ახალი შენობების მშენებლობის და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ზოლთან უცვლელია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს პოლიციელის დღე აღნიშნა
levan bagry
ვახტანგ გომელაური პოლიციელების შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster