შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის რაიონში, ლენტეხსა და თბილისში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 4 პირი: 1974 წელს დაბადებული მინდია გ, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ბაქარ მ, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის და ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი მამუკა გ. და 1970 წელს დაბადებული ვიტალი ჩ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 აგვისტოს ვიტალი ჩ, რომელიც დაზარალებული ოჯახის ნათესავია და მათთან მძღოლად მუშობდა, დაუკავშირდა თავის მეგობარ მინდია გ-ს და შესთავაზა ჩარქსელიანების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა განეხორციელებინათ. მან აცნობა მინდია გ-ს, რომ დაზარალებულები სახლში ინახავდნენ დიდი ოდენობით ფულსა და ძვირფასეულობას. ასევე გაურიგდა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი მისთვის მიეცათ. მინდია გ-მ დაგეგმა და თანამზრახველებთან ერთად განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა. ისინი 25 აგვისტოს, აბაშიძის ქუჩაზე, ჩარქსელიანების ოჯახს თავს დაესხნენ ყაჩაღურად. დიასახლისსა და სტუმრად მყოფ ქალბატონს ხელ-ფეხი შეუკრეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით სახლიდან გაიტაცეს დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, 100 000 ლარი, 30 000 ევრო, 30 000 აშშ დოლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სრულად წასაკითხად გადადით შემდეგ ლინკზე : http://goo.gl/AypQRl
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
info rustavi
შსს-მ ნარკორეალიზატორი ცოლ ქმარი დააკავა
info rustavi
შსს-მ დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო