ომი უკრაინაში - 290-ე დღე


უკრაინაში ომის დაწყებიდან 290-ე დღეს უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის 13 დასახლებულ პუნქტთან შეძლეს მოწინააღმდეგის იერიშების მოგერიება და დარტყმები მიიტანეს რუსი სამხედროების ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განლაგების ხუთ ადგილზე, ასევე ოთხ სამეთაურო პუნქტზე. განსაკუთრებით რთული ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტთან. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში თქვა, რუსებმა ქალაქი ფაქტობრივად გაანადგურეს.

პარალელურად, კრემლი განაგრძობს სარაკეტო და დრონებით დარტყმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ქვეყნის სამხრეთით გაშვებული დრონების ნაწილის ჩამოგდება შეძლო. მათ შორის ხერსონის, მიკოლაევისა და ოდესის ოლქებში, თუმცა რუსეთის იერიშების შედეგად, ოდესის ოლქში ათასობით ადამიანი დენის გარეშეა დარჩენილი. რუსეთის განაგრძობს მძიმე არტილერიიდან ცეცხლის გახსნას დნეპროპეტროვსკის მიმართულებითაც, სადაც დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან