ქრისტინა, მეტსახელად „ლუღი“, რომელიც ექიმობასა და დიდ წითელ სახლზე ოცნებობს
04/07/2020
Radio Atinati-ის
მიერ
5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე, რომელსაც ფეისბუკის მომხმარებელმა მოფერებით „ლუღი“ შეარქვა, მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში ცხოვრობს. ფანჩვიძეების ოთხოთახიანი ოდა სახლი, თითქმის დანგრეულია. არ აქვს კარ-ფანჯარა და ჭერი. იატაკის ნაწილი კი, რაც სახლს შემორჩა დამპალი და ჩაშლილია. ქრისტინას მამა, ბებია და ბიძა ზრდიან. ოჯახი ახლა ოროთახიან დამხმარე ნაგეგობაში ცხოვრობს.იქ ერთადაა მისაღებიც, სამზარეულოც და საძინებელიც. ამ პირობებში უვლიან ოჯახის მეხუთე წევრსაც, ქრისტინას მამიდას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. როგორც ქრისტინა ამბობს, მისი „სახლი ყველგან გახვრეტილია, აი, კარებთანაც გახვრეტილია, აი, აგერაც გახვრეტილია“. ქრისტინა ექიმობაზე ოცნებობს. დიდი, რომ გახდება და ბებია მოხუცი იქნება, უნდა უმკურნალოს. მანამდე, სკოლაში უნდა წავიდეს, გვპირდება კარგად ისწავლის... იცის, რომ მისი ვიდეო, სადაც „ლუღის“ (ლეღვი) ხინკალს ადარებს, პაპულარულია. ისიც იცის, თუ რას ამბობენ მასზე.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/116211701...
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinat. .
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/116211701...
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinat. .