რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა დაუდგენელი პირებისგან „საშიში ამანათები“ მიიღეს

07.12.2022 01:01

რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა დაუდგენელი პირებისგან „საშიში ამანათები“ მიიღეს, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დმიტრო კულებამ ონლაინკონფერენციაზე გამოსვლისას ასევე თქვა, რომ გასულ კვირას მადრიდში უკრაინის საელჩოს ამანათი გაუგზავნეს ასაფეთქებელი მოწყობილობით. პირმა კი, რომელმაც გზავნილი გახსნა, აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღო. მისივე ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მიიღეს ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო მოთავსებული. უცნაური ამანათები ასევე მიიღეს უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიასა და ჩეხეთში. დმიტრო კულება ამ ყველაფერს უკრაინელი დიპლომატების დაშინების მცდელობას უწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუმინეთსა და ბულგარეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო
00:38

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუმინეთსა და ბულგარეთში სამხედ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თათბირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და მის მოადგილეებთან
00:36

თათბირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და მის...

Georgian Government

პრემიერი რუმინეთში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს
01:01

პრემიერი რუმინეთში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი რუმინეთში
03:01

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი რუმინეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართველი წყალბურთელები იტალიას, მონტენეგროს, საბერძნეთს, რუმინეთსა და რუსეთს დაუპირისპირდებიან
00:59

ქართველი წყალბურთელები იტალიას, მონტენეგროს, საბერძნეთს, რუმ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში
00:48

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური მისია
14:44

საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური მისია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერთობლივი სხდომა კიშინიოვში
00:51

ერთობლივი სხდომა კიშინიოვში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო