ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები


საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი პარლამენტს უკვე წარუდგინა. სამი კანდიდატიდან პრეზიდენტმა ორი შეარჩია. მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და სამოქალაქო საზოგადოება 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე. პრეზიდენტს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის ვადა ხვალ ეწურებოდა. იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ხუთი  წლის ვადით აირჩიონ, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, იმ შემთხვევაში კი, თუ პირველივე კენჭისყრაზე კანდიდატმა 100 ხმა ვერ მოაგროვა, განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და უკვე 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი. თუმცა, ამ შემთხვევაში არჩეული თავმჯდომარე პოსტს მხოლოდ 6 თვით დაიკავებს. ანალოგიურია მოთხოვნა ცესკო-ს წევრობის კანდიდატებისთვისაც ორ ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს წევრობის ოთხი კანდიდატის სია გადაუგზავნა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან