ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

15.01.2022 02:49

ცესკო ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია. შესარჩევი კომისია საქართველოს პრეზიდენტს სამ კანდიდატურას გადაუგზავნის, ესენი არიან ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თამაზ ფოლადაშვილი - ვაკის ოლქის თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე - სამოქალაქო პლატფორმა „20-20“-ის აღმასრულებელი დირექტორი. კომისიამ თავმჯდომარეობის ოთხ მსურველს მოუსმინა.

პრეზიდენტმა ორი კანდიდატურა პარლამენტს 23 იანვრამდე უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომისია ცესკო-ს წევრობის კანდიდატებსაც გაესაუბრა. საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე რეკომენდაცია ოთხ კანდიდატს გაეწია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub