საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება

21.10.2018 00:52

მეორე დღეა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე. კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებ გიორგი შუკაკიძეს და გიორგი შამანაურს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება. დაკავებულების ოჯახს ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია. შამანაური და შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის ტყის სიახლოვეს, ხვითის ტყეში დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: