მუხრან მაჭავარიანის წიგნის პრეზენტაცია
15 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამოჩენილი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი დღემდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერების კრებულის „ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა. წიგნში „ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი" შესულია პოეტის ამ დრომდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერები, დღიურები და მოგონებანი თავის ბავშვობაზე, სტუდენტობის წლებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, მწერლებზე და სოფელში გატარებულ სიცოცხლის ბოლო წლებზე. წიგნი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მუხრან მაჭავარიანის ქალიშვილმა, ნანა მაჭავარიანმა. წიგნის „ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი" პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მწერლები, პოეტები, გამომცემლები, მუხრან მაჭავარიანის მეგობრები, ოჯახის წევრები, მოწვეული სტუმრები. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მუხრან მაჭავარიანის წიგნის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
მუხრან მაჭავარიანის წიგნის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
მუხრან მაჭავარიანის საიუბილეო წლის ფარგლებში მორიგი კრებული...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
0
მუხრან მაჭავარიანი მაკა შალიკაშვილი, რომ არ ამეღო ხელში წიგ...
ქართული პოეზია
მუხრან მაჭავარიანის
mixeil cercvadze
ლევან ხურცია | ,,ქალი?!..."
შუადღე GDS / shuadge GDS
მუხრან მაჭავარიანის აკრძალული წიგნები
TV IMEDI