მუხრან მაჭავარიანის წიგნის პრეზენტაცია

15.04.2014 01:46

15 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამოჩენილი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი დღემდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერების კრებულის „ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა. წიგნში „ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი" შესულია პოეტის ამ დრომდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერები, დღიურები და მოგონებანი თავის ბავშვობაზე, სტუდენტობის წლებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, მწერლებზე და სოფელში გატარებულ სიცოცხლის ბოლო წლებზე. წიგნი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მუხრან მაჭავარიანის ქალიშვილმა, ნანა მაჭავარიანმა. წიგნის „ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი" პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მწერლები, პოეტები, გამომცემლები, მუხრან მაჭავარიანის მეგობრები, ოჯახის წევრები, მოწვეული სტუმრები. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: