ახალი კორონავირუსი - პრევენციული ღონისძიებები


ბოლო შემთხვევების გათვალისწინებით, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება.

იკრძალება სადღესასწაულო თუ სამგლოვიარო სუფრები. სწორედ სამგლოვიარო სუფრაზე სავარაუდო დაინფიცირებას უკავშირდება ორი კლასტერი. ქვეყანაში, სადაც მესამე დღეა საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დამატებითი ზომები ტარდება სატრანსპორტო მოძრაობის კუთხითაც. დღეიდან ჩერდება ყველა საქალაქთაშორისო რეისი, ასევე სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანები. კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ ტაქსის მძღოლებსაც. რაც შეეხება დედაქალაქს, სამარშრუტო ტაქსების გაჩერების შემდეგ მოსახლეობას მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო ემსახურება. თუმცა უცვლელი რჩება მოწოდება - გადაუდებელი აუცილებლობის გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან თავის შეკავება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან