https://www.facebook.com/Wines.of.Geo...
დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ყვარელში, ჰონგკონგში გამართული \"საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების\" კონკურსის შედეგები შეაჯამეს.
,,HKTDC\" აზიის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ალკოჰოლური სასმელების გამოფენაა, სადაც ყოველწლიურად, 700-მდე მონაწილე და 14 000-ზე მეტი დაინტერესებული პირი მონაწილეობს. წლევანდელი კონკურსი პირველია, ქართული სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის. მსოფლიოს გავლენიან კონკურსზე, საქართველოს 11 კომპანიის: \"ბაგრატიონი\", \"სარაჯიშვილი\", თბილღვინო\", \"შატო მუხრანი\", \"კახური ტრადიციული მეღვინეობა\", \"ხარება\" და \"კორპორაცია ქართული ღვინო\"-ს 37 სახეობის პროდუქცია გამოიფინა. სპირტიანი სასმელების ნომინაციაში საქართველო საუკეთესო ათეულში მოხვდა. უმაღლესი ჯილდოები 16-მა ქართულმა კომპანიამ დაიმსახურა. ჰონგკონგის საერთაშორისო კონკურსში მოასპარეზე ქართულმა კომპანიებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 13 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლები ქინძმარაულის მარანის \"საფერავს\" და \"შატო მუხრანის\" ჭაჭას ერგო. ვერცხლის მედალი კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის \"ცოლიკაურმა\" მიიღო, ხოლო დანარჩენი 13 სახეობა, რომელთაგან ორი ცქრიალა ღვინო, სამი ბრენდი და რვა ღვინოა, ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა. კონკურსი იმპორტიორების მოზიდვას და რეგიონის მასშტაბით, უფასო პოპულარიზაციას უზრუნველყოფს. აზიის ბაზარზე , ქართული კომპანიების მონაწილეობა საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის ინიციატივით და თანადაფინანსებით მოხდა, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, სააგენტოს ქართული ღვინის ასოციაცია დაეხმარა. ქართული პროდუქციის წარმატება ასეთი მასშტაბის კონკურსზე, უნიკალური შანსია აზიის ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრებისთვის.
3 ნოემბერი, 2011 წელი