ევროპის დღეები ქვემო ქართლში
18 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები და თემატური გამოფენები, დაჯილდოვდნენ ესეების კონკურსის - „ევროპა ჩემთვის არის...“ საუკეთესო ნაშრომების ავტორები და საფეხბურთო ტურნირის „ჩემი ევროპა“ ფინალური ტურის გამარჯვებულები. რეგიონის ახალგაზრდებმა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა, სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელი კულტურა, ნაციონალური ცეკვები, ფოლკლორი და კერძები გააცნეს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ,,ევროპის დღეების“ მონაწილეებსა და სტუმრებს, სცენიდან სიტყვით მიმართა, ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველო, უახლოეს მომავალში, აუცილებლად, გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ, მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. საქართველოში ევროპის დღეები 5 მაისს, ოფიციალურად დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. #ქვემოქართლი2019 #ევროპისდღეები2019 #ბოლნისი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპელების არჩევანი
რადიო თავისუფლება
ევროპის დღეები საქართველოში | დაგეგმილი ღონისძიებები
შუადღე GDS / shuadge GDS
ევროპის დღეები
TV religia
ევროპის დღეები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის დღეები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის დღეები გრძელდება - რა გელით დღეს ორბელიანის მოედანზე...
TV IMEDI
ევროპის დღეები გაიხსნა
TV IMEDI
ევროპის დღეები დღეს გაიხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster